მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

23 მაისიდან კომენდანტის საათი გაუქმდება

საქართველოში კომენდანტის საათი უქმდება, 2020 წ.

საქართველოში 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, მასთან ერთად უქმდება კომენდანტის საათი.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აღარ იგეგმება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც იმოქმედებს.

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, თუმცა, ვირუსი არსად არ წასულა. ყველას უნდა გვესმოდეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითიოეული მოქალაქის, კიდევ უფრო იზრდება და სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა მთხოვნები, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ, არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.