საზოგადოება

24 ნოემბრის მიმოხილვა

დღის მიმოხილვა, 24 ნოემბერი
2020 წ.
1606247459
დაკოპირებულია

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 24 ნოემბრის მნიშვნელოვანი ამბების მოკლე მიმოხილვას.

👉 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფექცია კიდევ 3 128 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 3 045 -მა ადამიანმა შეძლო. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი.

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა.

👉 ბათუმში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დაჯარიმდა

ახალი რეგულაციის შესაბამისად, ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დაჯარიმდა. აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მონიტორინგიც. ბოლო 10 დღის განმავლობაში 15 878-ჯერ შემოწმდა მუნიციპალური ავტობუსი და 11 354-ჯერ სამარშრუტო ტაქსი.

👉 საშიშია თუ არა წაულასგან მუტირებული კორონავირუსის შტამი?

დანიამ მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 მილიონი წაულა მოეკლა მას შემდეგ, რაც ათობით ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსის მუტირებული ფორმით ჩრდილოეთ იუტლანდიაში.

👉 რა იცვლება 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე ?

2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. ინფორმაციას naec.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.

👉 ლადო კახაძე: ოპოზიციამ დემონსტრაციებით და აქციებით ყველაფერი გააკეთა, რომ ეპიდსიტუაცია დამძიმებულიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლადო კახაძის განცხადებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმებულიყო.

👉 როგორ ზარალდება COVID 19-თან კავშირის არ მქონე სამედიცინო დახმარება

„COVID-19 პანდემიის 12 კვირიანი პიკის განმავლობაში 28 მილიონი გეგმიური ოპერაცია შეიძლება გაუქმდეს მთელს მსოფლიოში.

👉 ელისაშვილი: საჩხუბრად წავალ, პირველი სესია ზურნა-დუდუკით რომ არ ჩაატარონ

„საჩხუბრად წავალ, პირველი სესია ზურნა-დუდუკით და დაფდაფებით, რომ არ ჩაატარონ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სატელევიზიო ეთერში მმართველი გუნდის მიერ საპარლამენტო სესიის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

👉 მეუფე იაკობი პოლიტიკოსებზე: უცხოელებთან მისვლა საკმარისი არ არის, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ

„მე არ ვაპირებ, რომ მტყუან-მართალი ვეძებო. არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს კი არ უნდა გაგვყოს. ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ. ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებაზე განაცხადა.

👉 სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში პირველი სემესტრის დასრულებამდე გაგრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში სწავლის პროცესი პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

👉 რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო და ვინ აიცრება პირველ რიგში - გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დაამტკიცებს და დასტურს მისცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

👉 ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად ათასობით სახლი დაიტბორა (ვიდეო)

ინდონეზიაში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ათასობით სახლი დაიტბორა. განსაკუთრებით ქალაქი ბულა დაზარალდა. ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

👉 ტრანსგენდერების ხსოვნის დღესთან დაკავშირებული ბანერი რადიკალურმა ჯგუფმა გაანადგურა - „თბილისი პრაიდი“

„თბილისი პრაიდი“ ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „თბილისი პრაიდის“ განცხადებაშია აღნიშნული, 20 ნოემბერს ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეს გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში პოსტერი გააკრეს წარწერით „ჩვენ გვახსოვს“.

ამავე განცხადების თანახმად, 24 ნოემბერს „თბილისი პრაიდს“ ვიდეო გაუგზავნეს, სადაც ჩანს როგორ ანადგურებს პოსტერს მიწისქვეშა გადასასვლელში რადიკალური დაჯგუფების წევრი.

👉 კალაძე: ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება, ეს ტყუილია

👉 დიღმის მასივში ქალის ცხედარი იპოვეს

👉 იმნაძე: პიკის დასაწყისში ვართ და როგორ გადავიყვანოთ პლატოზე ამაზე ვსაუბრობთ

👉 ტიკარაძე: არ ვთვლი, რომ საქმე არ გამომდის

👉 ბაიდენის გამარჯვება პენსილვანიის შტატმაც დაადასტურა

დავით გარეჯის საქმე -
კარტოგრაფები - Pia.ge

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღე...

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო. ფილმი გელენჯიკში, სოჭის მახლობლად  პუტინის სასახლეს ეხება. ამის შესახებ dw.com იუწყება.  

1611124749

დღეს, 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.

ცნობილია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

1611124694

Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. 

1611123344

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.

1611120295
კორონავირუსი მსოფლიოში -
სტატისტიკა - Pia.ge

პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 96 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1611118045
„ჩემი დაშანტაჟება შეუძლებელია“ - გიორგი...

„ჩემი დაშანტაჟება შეუძლებელია, რადგან ბევრჯერ ძალიან სარისკო და პრინციპული გადაწყვეტილება მიმიღია, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ვერავინ ვერ შეწინააღმდეგებია ამას. უბრალოდ ყველას ვთხოვ, შევეშვათ ამ სიბინძურეზე საუბარს, რადგან არასწორია მორალურადაც. ამბების შეთხზვა პოლიტიკა არაა“, - ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მას შესაძლოა აშანტაჟებენ. 

ალეკო ელისაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ გი...

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეზე გიორგი ვაშაძეზე შანტაჟი ხორციელდებოდეს, რის გამოც იგი პარტია „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ პოზიციას არ იზიარებს. 

ვაქცინაცია ქრისტეს ძეგლთან, სკეიტბორდისტ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 19 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.