საზოგადოება

251 დევნილ ოჯახს სახელმწიფოსგან ბინები გადაეცა

დევნილებმა სახელმწფიოსგან ბინები მიიღეს
20:52 07.08
დაკოპირებულია

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, 251 დევნილ ოჯახს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი გადაეცა.

დევნილი მოქალაქეებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ 7 აგვისტო ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ვალია იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობასა და მომავალი თაობის განვითარებაზე, განსაკუთრებით კი იმ ოჯახების ბედზე, რომლებმაც ომის დროს სახლები დაკარგეს.

„დღეს არის 7 აგვისტო, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. დღე, როდესაც დაწყებულმა ომმა დაგვაკარგვინა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ჯარისკაცები, დაგვაკარგინა საქართველოს ტერიტორიის 20 % . დღეს, რუსეთის მიერ 12 წლის წინ ოკუპირებულ ქვეყანაში, ჯერ კიდევ უამრავი დევნილი გვაყავს, რომელთაც სჭირდებათ სახელმწიფოს ზრუნვა. ყველას კარგად გვესმის, რომ ზღვაში წვეთია, როდესაც ჩვენ დღეს ასეთი სიხარულით, პირველ რიგში ბავშვების გამო, ჩვენს დევნილებს გადავცემთ 251 საცხოვრებელს - ადამიანებს, რომელთაც ამ ომის შედეგად მოუწიათ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ და რომლებიც დღემდე არიან ჭერის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის შემდეგ, სახელმწიფომ დევნილებს გადასცა 21 000-ზე მეტი საცხოვრისი და წელს, წლის ბოლომდე, კიდევ 2000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ყველა ხელისუფლების უპირველესი მიზანი ქვეყნისა და ერის გამთლიანება უნდა იყოს.

„საქართველოს ყველა ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს წლების განმავლობაში, საბოლოო მიზნის მიღწევამდე - და ეს მიზანია ქვეყნის სრული დეოკუპაცია, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიდგეთ ერთად, ეს ის მიზანი უნდა იყოს, რომელმაც უნდა გააერთიანოს საქართველოს თითოეული მოქალაქე. მინდა, ამ ბავშვების სიხარული აუცილებლად გავაზიაროთ და მწუხარებით ქედის მოვიხაროთ, რომელსაც იმსახურებენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ვაჟკაცები, რომლებმაც შესწირეს თავისი ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობას და საქართველოს მთლიანობას. მინდა, ამ ბავშვებს ვუსურვო პირველ რიგში, რომ ამ ქვეყანას აღარ დასჭირდეს სიცოცხლის გაღება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურთან ერთად დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მთავრობის მეთაურმა და მინისტრმა რამდენიმე დევნილ ოჯახს სიმბოლურად ახალი ბინების გასაღებები პირადად გადასცეს.

ცნობისთვის, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს მიმართ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ომის შემდეგ ქვეყანაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა რიცხვი ათეულობით ათასით გაიზარდა და 260 000-ს გადააჭარბა.

ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წელი

ლარი კიდევ 2.54 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3....
19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვები...
00:05
ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნო...
23:50 18.09
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს...
23:19 18.09
ისანში დევნილებმა გზა გადაკეტეს. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის მაცხოვრებლები საცხოვრებელი ფართების დაკან...
23:03 18.09
პოლიცია, შსს, ლენტი მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში
დღეს, 18 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურის წარმომა...
„მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნ...
დღეს, 18 სექტემბერს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატ...
21:01 18.09
ბათუმში შსს-ს თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის...
შსს-მ თიანეთში თვითმკვლელობის ცდამდე მიყ...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამ...