მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

მზიანი ამინდი

27-28 მაისს საქართველოში სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

აღნიშნულს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს.