საზოგადოება

28 მილიონი გეგმიური ოპერაცია შეიძლება გაუქმდეს მსოფლიოში: როგორ ზარალდება COVID 19-თან კავშირის არ მქონე სამედიცინო დახმარება

ოპერაცია, ქირურგიული
ჩარევა - Pia.ge
1606203078
დაკოპირებულია

„COVID-19 პანდემიის 12 კვირიანი პიკის განმავლობაში 28 მილიონი გეგმიური ოპერაცია შეიძლება გაუქმდეს მთელს მსოფლიოში,“ - უცხოური მედია weforum.org სტატიას აქვეყნებს, სადაც დეტალურად განმარტავს კორონავირუსის პანდემიის დროს გაუქმებული ან გადადებული ოპერაციების მნიშვნელობას.

სტატიის ავტორი ემა ჩარლტონი კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ ყოველი დამატებითი კვირა ნიშნავს 2.4 მილიონ გაუქმებულ ოპერაციას.

სტატიაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ მსოფლიო მასშტაბით ონკოლოგიური ოპერაციიების 38% გადაიდო ან გაუქმდა. ხოლო შეფერხების აღმოფხვრას შეიძლება 45 კვირა დასჭირდეს.

„COVID 19- ს ხანგრძლივი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, რაც ნიშნავს 28 მილიონზე მეტ გაუქმებულ ან გადადებულ ოპერაციას. ეს ფაქტორი თავისთავად ნეგატიურად აისახება ჩვენზე და მის აღმოფხვრას შეიძლება წელიწადი დასჭირდეს. ახალი კვლევის თანახმად, ზარალი შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუკი კარანტინი უფრო მეტხანს გაგრძელდება.

71 ქვეყნის 359 საავადმყოფოში მომუშავე ქირურგების მონაცემების გამოყენებით, CovidSurg-ის მკვლევარებმა, მათ შორის მკვლევარებმა ბირმინგემის უნივერსიტეტიდან, შექმნეს სტატისტიკური მოდელი, რომელიც 190 ქვეყანაში 12 კვირიანი პიკის დროს გაუქმებული გეგმიური ოპერაციების საერთო რაოდენობას ითვლის. მათი შედეგი იყო 2,367,050 ოპერაცია კვირაში. ჩაკეტვებისა ან შეზღუდვების ფონზე ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება ყოველი დამატებითი კვირის განმავლობაში.

გაერომ უკვე გაგვაფრთხილა, რომ ორსულობისა და მშობიარობის სერვისები ალბათ იზარალებენ და რომ მასობრივი ვაქცინაციის რამდენიმე კამპანია დროებით შეჩერებულია“, - აღნიშნულია სტატიაში.

„ამ მასშტაბით გეგმიური ოპერაციების გაუქმება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პაციენტებზე და ექნება კუმულატიური, პოტენციურად დამანგრეველი შედეგი მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვის სისტემებზე. დროში მგრძნობიარე გეგმიური ოპერაციების შეფერხებამ, როგორიცაა კიბო ან ტრანსპლანტაციის ოპერაცია, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გაუარესება, ცხოვრების ხარისხის გაუარესება და სიკვდილიანობა“ - ამბობს ანილ ბანგუ, კონსულტანტ- ქირურგი და ბირმინგემის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, კვლევის თანახმად, გაუქმებული ქირურგიული ოპერაციების უმეტესი ნაწილი კეთილთვისებიანი დაავადებებს ეხება. გლობალურად, კეთილთვისებიანი ოპერაციების 81,7%, კიბოს ოპერაციების 37,7% და გეგმიური საკეისრო კვეთების 25,4% გაუქმდება ან გადაიდება.

სტატიის ავტორის ემა ჩარლტონის თქმით, კვლევა, ასევე, პროგნოზირებს, რომ ოპერაციებთან დაკავშირებული ხარვეზის გამოსწორებას 45 კვირა დასჭირდება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნები თავიანთ ქირურგიული ოპერაციების მოცულობას პანდემიის შემდეგ 20%-ით გაზრდიან.

„მთელ მსოფლიოში გეგმიური პროცედურების გაუქმება ან გადადება საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას.

მედიცინის სამეფო საზოგადოების ჟურნალის (Journal of the Royal Society of Medicine) კვლევის თანახმად, დიდი ბრიტანეთის NHS საავადმყოფოების მიერ კოვიდ პანდემიის საპასუხოდ გაკეთებული რთული არჩევანის შედეგად სოციალურად დაუცველი და მარგინალიზებული ადამიანები ჯანმრთელობის უთანასწორობის ზრდას განიცდიან. ეს იმიტომ ხდება, რომ გადაუდებელი დახმარების განყოფილებებს ხშირად იყენებენ მოწყვლადი ადამიანები, მათ შორის უსახლკაროები და მიგრანტები.

ამ ჯგუფებს არ აქვთ წვდომა ტექნოლოგიაზე ან ინტერნეტზე, შესაბამისად, არ აქვთ ონლაინ ან დისტანციური კონსულტაციებით სარგებლობის შესაძლებლობა. სოციალური დისტანცირების ზომებიდან გამომდინარე ჯანდაცვის მრავალი სპეციალისტი მიმართავდა ვირტუალურ კონსულტაციებს, მაგრამ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის“, - აღნიშნულია სტატიაში.

CovidSurg კოლაბორაციული ანგარიშის ავტორების განცხადებით, მთავრობები უკვე უნდა ფიქრობდნენ აღდგენით გეგმებსა და სტრატეგიებზე, რათა ქირურგიული საქმიანობა დაუბრუნდეს ნორმალურ დონეს.

ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ იმ ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ზარალს, რომელსაც სახელმწიფოები მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარად არ მოიქცევიან.

მათი თქმით, ამ მიმართულებით მეტი კვლევაა საჭირო, ვინაიდან მათი მუშაობა დაფუძნებულია რამდენიმე ვარაუდზე. ასეც რომ იყოს, საფრთხეები კვლავ რჩება.

„არსებობს რისკი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისების გადავადების ან გაუქმების შედეგად კეთილთვისებიანი მდგომარეობის დაგვიანებული მკურნალობა ინდივიდუალურ პაციენტთა მდგომარეობის გაუარესებას, ინვალიდობის გაზრდას და შრომისუნარიანობის შემცირებას გამოიწვევს, ეს კი მნიშვნელოვან სოციალურ ხარჯებს უკავშირდება,”- წერენ მკვლევარები.

კოვიდპანდემიის დროს, პიკურ სიტუაციებში გეგმიური ოპერაციების გადადება ამერიკასა და ევროპის მრავალ ქვეყანაში პანდემიის გავრცელებისთანავე დაწესდა. მაგალითისთვის, იტალიამ გეგმიური ოპერაციების ჩატარებაზე 2020 წლის მარტშივე თქვა უარი და ამგვარად, ქვეყანაში არსებული ყველა რეანიმაციული საწოლი კოვიდინფიცირებულების მკურნალობას დაუთმო. შედეგებმა ცხადყო, რომ ამგვარი გადაწყვეტილება კოვიდინფექციის მართვას უწყობს ხელს.

საქართველოში გეგმიური ოპერაციების გადადების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 23 ნოემბერს განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაშია (N688) აღნიშნული.

თუმცა, ამერიკისა და ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ჯანდაცვის მიდგომა აღნიშნული საკითხის მიმართ ბევრად ლოიალური აღმოჩნდა. საქართველოში გეგმიური ოპერაციების გადადება ითვალისწინებს გამონაკლისებს, რომელთა დაფინანსება გაგრძელდება.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის მიუხედავად, გეგმიური ოპერაციების გადადება არ ეხება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ შემდეგი ტიპის მომსახურებებს:

🔴 სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები

🔴 ონკოლოგიური ოპერაციები

🔴 დანართ 1.8-ით განსაზღვრულ კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურება

აგრეთვე, საყურადღებოა, რომ დადგენილების თანახმად, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.

ბავშვის დაკავება რუსეთში

რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს (ვიდეო)

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ნათესავები ავრცელებენ. 

1611408793

ფლორენციული რენესანსის მხატვრის სანდრო ბოტიჩელის იშვიათი პორტრეტი აუქციონზე იყიდება.

1611408000

რუსეთში საპროტესტო აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია დააკავეს. ამის შესახებ „Meduza” იუწყება. 

1611407127

ღაზას სექტორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ამის შესახებ “ანადოლუ“ იუწყება. 

1611405319
ევროპული საქართველოს
წევრი

რატომ არ მისცეს გიგი უგულავას საზღვრის გადაკვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას უფლება აქვს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს.

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებისთვის გაუგებ...

„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იტალიაში 31 წლის ქართველი მამაკაცი გარდა...

იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.  

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მაინც არ გვიკადრია...

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.