მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

რატომ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ? 2020 წ.

„ქვეყანაში ინფექციის შიდა გავრცელების რისკები შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 29 მაისიდან გაიხსნება ყველა მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის - მეტრო, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთვარობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.