საზოგადოება

„3 არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები, სინამდვილეს არ შეესაბამება“ - ეკონომიკის სამინისტრო

მდგრადი განვითარება
1617886911
დაკოპირებულია

ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ბრალდებებს პასუხობს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საჯარო უწყება, აწარმოებს ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.

სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობს საჯაროობის პრინციპით და ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას თანამშრომლობს სხვადასხვა ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფებთან.

სამინისტროში შექმნილია რამდენიმე ათეული ასეთი მუდმივმოქმედი თუ დროებითი ჯგუფი, რომლებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი უწყება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილია დიალოგისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები, თითქოს ჩვენ არ ვართ დიალოგის მომხრე, არ შეესაბამება სინამდვილეს.

ამავე დროს, აღნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დიალოგის იმ ფორმატში წარმართვა, როდესაც პროცესის მონაწილე ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ.

სხვადასხვა საკითხების პოლიტიკურ ჭრილში და ტემპერატურის ხელოვნურად მომატების ნაცვლად, ცხადია, მივესალმებით ნებისმიერ საგნობრივ დისკუსიას და განსხვავებულ აზრს.

სამინისტრო აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დათანხმდნენ დისკუსიის ფორმატს და მხოლოდ ასეთ ფორმატში მოხდეს მათ მიერ დაყენებული საკითხების განხილვა, უნდა შემუშავდეს სადისკუსიო საკითხების კონკრეტული დღის წესრიგი, პროცესში ჩაერთონ კომპეტენტური ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები.

ამავე დროს, სამინისტროსთვის მიუღებელია და დიალოგის ფორმატის უხეშ დარღვევად აღიქმება, კონსულტაციის პროცესში, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან „ნამახვანი ჰესის“ საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა და პროექტის მშენებლობის გაჩერების ნებისმიერი მცდელობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესსამსახურის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს სრული და ამომწურავი პასუხი ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამის ნათელი მაგალითია საჯარო განმარტებები, რომლებიც სამინისტრომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკული მოსაზრებების საპასუხოდ გააკეთა.

„ ჩვენ მზად ვართ ღიად და საჯაროდ ვუპასუხოთ ყველა დასმულ საკითხს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ როგორც აღნიშნული ენერგეტიკული პროექტის განვითარების პროცედურა, ასევე უშუალოდ კონტრაქტზე მუშაობა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით და ქვეყნისა და მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

ჩვენი სურვილია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას სპეკულაციებს როგორც კონკრეტულად „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან, ასევე ზოგადად საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გასამყარებლად მიმართულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, იმ სამ ორგანიზაციას, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს, საქმიან ვითარებაში კონკრეტულ საკითხებზე დიალოგის გასამართად“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

1619173794

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

1619173586

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619173102

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

1619172822
ჭალადიდის დამშრობი
მასივის გაწმენდითი
სამუშაოები მიმდინარეობს

ჭალადიდის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაო...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ალეკო ელისაშვილი: ნუ ვახურდავებთ ძალიან...

„ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს“,- ასე პასუხობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტის კითხვას, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგი...

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელა მარკსოვამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ და ელჩის მოადგილემ იანა გაშპარიკოვამ ზაჰესის ჰიდროექეტროსადგური დაათვალიერეს. სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენარაცია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჩეხური კომპანია, რომელიც საქართველოს ენერგობაზარზე მოღვაწეობს 2007 წლიდან.