მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

3 გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ანაკლიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

არ გადაკვეთო 4

ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.