მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

3 პირბადე ერთ მომხმარებელს - აფთიაქებში ლიმიტი დაწესდება

კორონავირუსი, პირბადე

ქართული წარმოების პირბადე, რომელიც შაბათიდან სააფთიაქო ქსელებში გაიყიდება, მრავალჯერადი გამოყენებისაა. ადამიანმა თითო პირბადე შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოიყენოს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

"საუბარია მრავალჯერადი გამოყენების დოლბანდის პირბადეზე - ეს იმას ნიშნავს, რომ დელიკატური რეცხვის შემთხვევაში რამდენიმე კვირაც შეიძლება გამოიყენონ ადამიანებმა თითო პირბადე. შესაბამისი ინსტრუქცია ამას მოჰყვება და მათ შესაძლებლობა ექნებათ, აფთიაქებშიც იკითხონ მომხარების წესები", - აღიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ქართული წარმოების პირბადე ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, სააფთიაქო ქსელების მიერ დაწესდება ლიმიტი - 3 პირბადე ერთ მომხმარებელზე, ერთ გაყიდვაზე.

მინისტრის ინფორმაციით, აფთიაქებში ქართული წარმოების პირბადეების გარდა,რომლის ღირებულებაც 50 თეთრი იქნება, სხვა წარმოების, კომერციული პირბადეებიც გაიყიდება, რომელსაც შეიძლება განსხვავებული ფასი ჰქონდეს.