მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

30 მაისის ამინდის პროგნოზი

წვიმიანი ამინდი

30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

აღნიშნულს ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს", - ნათქვამია სინოპტიკოსების პროგნოზში.