მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5,4 მილიონი მობილური აბონენტიდან 3,2 მილიონი ინტერნეტს იყენებს

კომუნიკაციების კომისია

საქართველოში მობილური კომუნიკაციების ბაზარი დინამიკურად მზარდია, განსაკუთრებით მაღალია მობილური ინტერნეტის აბონენტების ზრდისა და მოხმარების მაჩვენებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მობილურ კომუნიკაციებს 5,4 მლნ აბონენტი ჰყავს. სწრაფი ტემპით იზრდება მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა.

„2019 წლის მონაცემებით, მობილურ ინტერნეტს 3,2 მილიონი აბონენტი იყენებს. 2013 წლიდან მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა 1,6 მილიონი აბონენტიდან 3,2 მილიონამდე, 1,6 მილიონით გაიზარდა. 2019 წელს მობილური მომსახურებების ბაზარზე პენეტრაციამ 156% შეადგინა. მობილურ ბაზარზე მაღალი პენეტრაცია მიუთითებს იმაზე, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა კარგად იცის ბაზარზე არსებული ტარიფები და, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე, სხვადასხვა მობილური ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს. 2019 წელს მობილური ინტერნეტის საშუალო მოხმარებამ თვეში 3.4 გბ-ს შეადგენდა, 2013 წლის იგივე მონაცემი 0.17 გბ იყო. მობილურ მომსახურებაზე დახარჯული თანხა კი თვეში საშუალოდ 8.6 ლარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.