მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

6 თებერვალს რესტორატორები აქციას არ გამართავენ

საქართველოში მოლები და ღია რესტორნები გაიხსნა, 1 ივნისი 2020 წელი

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ.

როგორც გუჯაბიძემ აღნიშნა, მისი პირადი პოზიციაა, რომ შაბათს დაუმორჩილებლობის აქცია არ გაიმართოს.

“ჩემი პირადი პოზიციაა, რომ აღარ იქნება დაუმორჩილებლობის აქცია შაბათს, მაგრამ კონსულტაციები გვექნება რესტორატორებს კიდევ დამატებით“, - განაცხადა გუჯაბიძემ და მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მისასალმებელი უწოდა.

ინფორმაციისთვის, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში ფუნქციონირებას განაახლებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ყველა შეზღუდვა, რაც იხსნება - ჩამონათვალი

✔️ გახარია: დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება

✔️ საქართველოში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები მუშაობას განაახლებენ