მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გახსნას აანონსებენ

რესტორანში შეზღუდვები წესდება

„გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები“, - ამის შესახებ „გასტრონავტის“ თანადამფუძნებელი ლევან ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და სწორედ ამის შემდეგ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.

„სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა.

რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.

აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი“, - აცხადებს ქოქიაშვილი.

რესტორნების გახსნასთან დაკავშირებული ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემაც დაადასტურა.

ინფორმაციისთვის, გასულ შაბათს, პროტესტის ნიშნად რესტორნებმა 24 საათით შეწყვიტეს მიწოდების სერვისი და საპროტესტო აქცია გამართეს. რესტორატორები გახსნას ითხოვენ. ამასთან, სარესტორნო ბიზნესის მხირდან გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობისთვის მიცემული ორდღიანი ვადა დღეს ამოიწურა.