მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

7 მარტიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 

ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვბით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა იქნება.

7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.