მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

780 თანამშრომელი საპატიმროებში იცხოვრებს

საპატიმრო

"შეირჩა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა საპატიმროს ტერიტორიაზე, სადაც ისინი ჩვეულებრივ დროს მუშაობენ და ისინი მომდევნო კვირის განმავლობაშიი იცხოვრებენ საპატიმროების შენობებში, ტერიტორიის დატოვების გარეშე. ეს იმისთვის, რომ პატიმრებს არ გაუჩნდეთ განცდა, რომ თანამშრომლებმა შესაძლოა გარედან ვირუსი შეიტანონ",-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უჩვეულო, თუმცა აუცილებელია საპატიმროში მყოფთა და თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის.

"მინდა მადლობა ვუთხრა მათ, რომ ოჯახები დატოვეს და 24-საათის განმავლობაში იმორიგევებენ. დაახლოებით 400 თანამშრომელი იქნება ერთ მორიგეობაში",-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

როგორც მან განცხადა ორ დღეში მოეწყო შესაბამისი ტერიტორია საპატიმროს თანამშრომლებისთვის. მან პატიმრებს მოუწოდა ციხის თანამშრომლების მიმართ აგრესიისგან თავი შეიკავონ.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეზღუდვები გამკაცრდა. კერძოდ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.