8 ივნისიდან სასტუმროები გაიხსნება, რომლებსაც სპეციალური ნებართვა ექნებათ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმრობი. მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.