მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აბიტურიენტები გამოცდას პირბადის გარეშე ჩააბარებენ

აბიტურიენტები გამოცდაზე

აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდაზე პირბადით უნდა მივიდნენ. დეზობარიერის გავლის და სამუშაო მაგიდაზე დაჯდომის შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ პირბადე მოისხნან და გამოცდა ისე ჩააბარონ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, კონდიციონერის ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.

„იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტი საგამოცდო ადგილას აუცილებლად უნდა მივიდეს პირბადით, მაგიდაზე დაჯდეს, რომელიც დეზობარიერით იქნება უზრუნველყოფილი, მას გამოცდის ჩაბარების პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ, რომ პირბადე მოისხნან, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული. რა თქმა უნდა ფანჯრები ყველგან ღია უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.