საზოგადოება

აჭარა მწვანე ზონა გახდა

აჭარა მწვანე ზონა გახდა
18:35 23.05
დაკოპირებულია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განაცხადებით, აჭარაში 30 აპრილის შემდეგ, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. კლინიკა „მედალფაში“ ორი ინფიცირებული მკურნალობდა, რომლებიც განიკურნენ და სამედიცინო დაწესებულებას მალე დატოვებენ.

„ბოლო ორი ინფიცირებული რეგიონში განიკურნა. შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის“ სტატუსი. ჩვენ 30 აპრილის შემდეგ რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებულები. ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი და დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მოდუნების, თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მხრიდან.

ის ფაქტი, რომ აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის“ სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ როგორც ეპიდ-რეგიონი იყო საკმაოდ მომატებული რისკის მატარებელი, ვინაიდან ჩვენთან მოეწყო რამდენიმე ათეული საკარანტინო სივრცე, ასევე აჭარა არის საზღვრისპირა რეგიონი, რომელიც იყო მაღალი რისკის მატარებელი, თუმცა ყველამ ერთად, საზოგადოების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და თვითშეგნებით შევძელით, რომ კარგად, ეფექტიანად გვემართა ეს პროცესი და დღეს გვქონოდა საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი.

უსაფრთხო რეგიონის სტატუსი და „მწვანე ზონის“ სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებასთან მიმართებაში. ამიტომ, ყველას ერთად გვმართებს დავიცვათ ის რეკომენდაციები და ძალიან ფრთხილად, მწყობრად დავუბრუნდეთ ეკონომიკის აღდგენის, განახლების ეტაპს და წელს ვუმასპინძლოთ ტურისტებს.

ამ ყველაფრისთვის განსაკთრებული მადლობა ეკუთვნის მედიკოსებს, მთლიანად საზოგადოებას და ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის უწყებათაშორის საბჭოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვინაიდან ყველას კოორდინირებულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება დღეს ეს შედეგი გვქონოდა, რომელსაც ყველა ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან შესაძლოა ეს შედეგი ნებისმიერ დღეს შეიცვალოს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 773 პირს. კორონავირუსი დაამარცხა 70-მა პაციენტმა.

ამერიკელი ბიზნესმენი

ბილ გეიტსი ჩიპიზაციაზე ბრალდებებს პასუხო...

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მის მიერ, კორონავირუსის ვაქცინის მეშვეობით,...
შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხები 0%-დან (ეფექტური 0.5%- დან) გაიცემა...
14:57
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს 2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“  გამოცხადდა. კონკურსი საქართველო...
14:49
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამ...
14:35
ლარი კვირას მკვეთრი გამყარებით ასრულებს. Bloomberg-ს სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2....
14:32
კომუნიკაციების კომისია 5,4 მილიონი მობილური აბონენტიდან 3,2 მილიონი...
საქართველოში მობილური კომუნიკაციების ბაზარი დინამიკურად მზარდია, განსაკუთრებით მაღალია მობილური ინტე...
ბიძინა ივანიშვილი კახი კავსაძეს დაბადები...
„ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუკგვერზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული...
უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ...
ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფექცია 553 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო ვირუსით ი...
დავითაშვილი: ზრუნვა გარემოზე პრიორიტეტთა...
"გარემოს დაცვა სულ უფრო მეტ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყველა გამოწვევა...