მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარის მთელ რეგიონში სწავლა დისტანციურად დაიწყება“- თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძეე

„მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით აჭარაში სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება“, - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

,,დღეს ოპერატიულ ფორმატში, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად აჭარის 3 მუნიციპალიტეტისა, როგორიცაა ხელვაჩაური, ქობულეთი, ბათუმი, სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება მაღალმთიან აჭარაშიც, ხულოში, შუახევსა და ქედაში“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო მუშაობს, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები სკოლებში და სკოლების უდიდესი ნაწილი მზად არის, რომ საკლასო ოთახში განახლდეს სწავლა.

„მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში სწავლა საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან, ხოლო დისტანციურად 15 სექტემბრიდან დაიწყება. რამდენიმე დღეში, ველოდებით აჭარაში და ბათუმში ინფიცირების შემთხვევების შემცირებას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არ განიხილება აჭარის, ბათუმის ჩაკეტვა ან კარანტინის დაწესება.