მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატი: ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობლის სახელით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველის მიხეილ რამიშილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობლის სახელით გავრცელებული ინფორმაცია სიმართელს არ შეესაბამება.

უფრო მეტიც, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მსგავსი შინაარსის პოსტებს საზოგადოება კიდევ იხილავს. რამიშვილის აზრით, გამოძიებას დამნაშავეების გამოვლენა უჭირს და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კონკრეტული ჯგუფი მიზნამიმართულად აქვეყნებს, რადგან თვითმკვლელობის ვერსია გაამართლონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

„ეს ყველაფერი გარდაცვლილი ადამიანის დისკრედიტაციაა. ჯერ ხომ არ აცოცხლეს და ახლა უკვე საზოგადოებაში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მას პრობლემბი ჰქონდა. ესაა უზნეობის პიკი და მაგის გამავრცელებლები კიდე ამორალურობის ჩირაღდანი. ეტყობა გამოძიებას უჭირს დამნაშავეების დადგენა და დასჯა, ამიტომ მიდის მუშაობა იმაზე რომ თვითმკვლლეობის ვერსია გაამართლონ, შესაბამისად საზოგადოებაში ორგანიზებულად გაავრცელეს ეს თემა“, - განუცხადა pia.ge-ს მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს 3 აგვისტოს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილმა თამარ ბაჩალიაშილი ოჯახის ახლობელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპულ თამარ ბაჩალიაშვილს, ოჯახში დაძაბული ვითარების გამო 13 წლის ასაკში თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, მედიკამენტები მიიღო და იაშილის კლინიკაში გარკვეული პერიოდით მკურნალობდა კიდეც.

კიბერუსაფრთხოების სპეციალიტი თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღინი ძებნის შემდეგ გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი მისი გარდაცვალების მთავრ ვერსიად პროფესიულ საქმიანობას ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ 23 წლის პროგრამისტს საიდუმლო დოკუმენტები ჩაუვარდა ხელში.