მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღმაშენებლის გამზირზე ავარია მოხდა - არიან დაშავებულები

ავარია აღმაშენებლის გამზირზე

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიმტვრა 2 მსუბუქი ავტომობილი და დაზიანდა ავტობუსი.

როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიმართ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.