მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ვაქცინა არის აბორტის მსხვერპლისგან დამზადებული“ - მეუფე იოანე გამრეკელი

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი

„არის სხვადასხვა ვაქცინები, სხვადასხვა ბაზაზე შესრულებული. აღმოჩნდა, სამწუხაროდ, რომ ერთ-ერთი ვაქცინა არის აბორტის მსხვერპლისგან დამზადებული, უმანკო ჩანასახისგან აღებული ნაწილი შედის იქ. ეს ჩემთვის მიუღებელია, კანიბალიზმის დონემდე მიდის უდანაშაულოს, უმანკოს, ძალადობით მოკლულის მიერ ჯანმრთელობას მივხედოთ. ეს განხილული იყო წმინდა სინოდზეც. საუბარია Astrazeneca-ზე და ჩემთვის მიუღებელია, თუნდაც მხოლოდ ამიტომ“, - ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, მრევლს უფლება აქვს რელიგიური მოტივით უარი თქვას ვაქცინის გაკეთებაზე.

„მე ჩემი სიტყვა ვთქვი და მთავრობამ თავის სიტყვა თქვას. არის მეორეც, Pfizer, მაგრამ რომელს შემოიტანს მთავრობა, ეს მისი საქმეა, მაგრამ ჩვენ რელიგიური მოტივით შეგვიძლია ვთქვათ უარი. ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ის, რომელიც ჩვენთვის მისაღებია.

ვთქვით უკვე, რა არის ამ ვაქცინის საფუძველი. მგონი ეს რომ ეცოდინებათ, არავინ არ მოინდომებს. ჩვენ რეკომენდაციას მრევლს მეტს აღარ მივცემთ, გამოვააშკარავეთ რა არის ჩადებული ამ ვაქცინაში და თვითონ ადამიანმა გადაწყვიტოს მისთვის მისაღებია თუ არა“, - აღნიშნა მეუფე იოანემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს შემოვა.

საქართველო პირველად AstraZenaca-ს ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციით პაციენტის გარდაცვალება გაურკვევლობას იწვევს

ისრაელმა საქართველოს შესაძლოა ვაქცინა უფასოდ მისცეს

საქართველო პირველად AstraZeneca-ს ვაქცინას მიიღებს