მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

პარლამენტის შენობაზე დაშვებული დროშა

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

სახელმწიფო დროშა დაშვებულია აგრეთვე ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 ჯარისკაცი.