საზოგადოება

აიკრძალება თუ არა 23 წლამდე ასაკის პირებისთვის ავტომობილის დამოუკიდებლად მართვა

პოლიტიკოსი არასრულწლოვანებისთვის დამოუკიდებლად ავტომანქანების მართვის აკრძალვას ითხოვს
13:07 29.06
დაკოპირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას კანონმა აკრძალვებით უნდა შეუწყოს ხელი.

მაღრაძე ფიქრობს, რომ ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის ასაკი კანონით უნდა განისაზღვროს. პოლიტიკოსის აზრით, აკრძალვას საფუძვლად ავარიების სტატისტიკა უნდა დაედოს და იმ შემთხვევაში, თუ ავტოსაგზაო შემთხვევბის უმრავლესობა 19-დან 23 წლამდე ასაკის მძღოლებზე მოდის, 23 წლამდე პირს უფროსის გარეშე ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის უფლება უნდა შეეზღუდოს.

„ავარიას ხშირად ახდენს ადამიანი, რომელსაც ავტომობილი თავად არ შეუძენია და მამამ უყიდა. ამიტომ ვთქვი, რომ სანამ ადამიანი ფეხზე არ დადგება და თვითონ არ შეეძლება იყოდოს ავტომობილი, შესაძლოა, 23 წლამდეც იყოს მართვის უფლების შეზღუდვა, ან შეეძლოს მართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვერდით უფროსი ახლავს. ვფიქრობ, შესაძლოა კანონში ჩავდოთ ასეთი რამ: 18 წლის ასაკიდან მართვის მოწმობის აღების უფლება ჰქონდეს, მაგრამ თუ კი გვერდით უფროსი არ ახლავს, დამოუკიდებლად ავტომობილის ტარების უფლება შეეზღუდოს. სტატისტიკა უნდა ვნახოთ და თუკი გამოჩნდება, რომ ავარიები მოდის, მაგალითად, 19-დან 23 წლამდე ასაკის პირებზე, მაშინ მაგაზეც უნდა ვიფიქროთ. თუ უფროსი ახლავს ხოლმე, კი ბატონო, ატაროს, მაგრამ თუ არა, შესაძლოა, ვთქვათ, რომ 23 წლამდე პირს დამოუკიდებლად არ ჰქონდეს ავტომობილის ტარების უფლება“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ PIA.GE-სთან საუბრისას.

აჭარა მწვანე ზონა გახდა

26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო...

26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალება. ამის შ...
21:01 24.09
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ზუგდიდში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე ნაპი...
22 წუთის წინ
სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ექაუნთების სამი ჯგუფი გა...
33 წუთის წინ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძე...
09:59
COVID-19 დაუდასტურდა იტალიური საფეხბურთო კლუბის, „მილანის“ თავდამსხმელს, 38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს...
09:56
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარებაში დარწმ...
აშშ-ის პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტს პასუხობს და ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული ა...
კახა კალაძე: ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი...
„ერთ-ერთი მედიასაშუალებით გასული ბრალდება, თითქოს მიკროავტობუსების ტენდერი მორგე...
23:11 24.09
კორონავირუსის შემთხვევების გამო დაბა ლაი...
კორონავისუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დაბა ლაითურში გადაადგილება...
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თილისმა“...
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმო...