მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქ. ახლა თიბისიმ ქართული რაგბის მხარდაჭერა 2024 წლამდე გაახანგრძლივა

თიბისი-მ რაგბის მხარდაჭერა გაახანგრძლივაა

თიბისისა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობა 4 წლით, 2024 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კრიზისული პერიოდის მიუხედავად, თიბისისა და საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორობა გრძელდება და თიბისი საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრების, საქართველოს რაგბის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალურ სპონსორად რჩება. 

თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკა ქურდიანის თქმით, ამ თანამშრომლობის მიზანია საზოგადოებაში სარაგბო ღირებულებების გაძლიერება. 

„თიბისი, როგორც ლიდერი ბანკი, წარმატებით აგრძელებს გუნდურ სპორტში ლიდერი სახეობის - რაგბის - მხარდაჭერას. ჩვენ უკვე გვაქვს 4-წლიანი მეგობრობის ისტორია და გვინდა, რომ ის კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდეს. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი საზოგადოებაში სარაგბო ღირებულებების გაძლიერება და მთლიანად რაგბის, როგორც სპორტის სახეობის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციაა“ ,- ამბობს ნიკა ქურდიანი.

 როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ამბობს, ყველა პრობლემური საკითხის მოგვარებაში თიბისი ბანკი რაგბის კავშირის გვერდით ედგა.

„გრძელდება საქართველოს რაგბის კავშირის პოლიტიკა რაგბიში ბიზნესის აქტიური ჩართვის მიმართულებით. თიბისი ბანკთან განვლილმა ოთხწლიანმა ურთიერთობამ, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური დახმარების კუთხით იყო საინტერესო, არამედ სარაგბო ღირებულებების, ფასეულობის პოპულარიზაციას ემსახურებოდა, ნათლად დაგვანახა აღებული კურსის სისწორე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, ყველა პრობლემატური საკითხის მოგვარებაში თიბისი ბანკი ჩვენ გვერდით იყო და რჩება, როგორც ერთგული მეგობარი და თანამოაზრე. გვიხარია, რომ ერთად ვქმნით ისტორიას“, - აცხადებს გოჩა სვანიძე.

ინფორმაციის თანახმად, თანამშრომლობის ახალი ეტაპზე არაერთი საინტერესო პროექტი იგეგმება.

„თიბისისა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის აქტიური თანამშრომლობა 2016 წელს დაიწყო. ამ წლების განმავლობაში ბორჯღალოსნებმა არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი და ტურნირი გამართეს. 4 წლის განმავლობაში თიბისის მიერ დაგეგმილი მრავალფეროვანი მარკეტინგული აქტივობების დახმარებით რაგბი იქცა ქვეყნის წამყვან სპორტულ სახეობად, საგრძნობლად გაიზარდა მისი გულშემატკივრების რაოდენობა, რასაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში გამართულ თამაშებზე სავსე სტადიონები და გულშემატკივრების აქტიური ჩართულობა მოწმობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერესი ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება. 

თანამშრომლობის ახალი ეტაპზე არაერთი საინტერესო პროექტი იგეგმება, რომელიც რაგბის კიდევ უფრო მასშტაბურ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.