საზოგადოება

აკაკი ზოიძე: უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეროვნულ დონეზე მთავრობის და მთლიანად სახელმწიფოს მობილიზაციას, ასე გააგრძელეთ

აკაკი ზოიძე პარლამენტში
19:46 31.03
დაკოპირებულია

„განცვიფრებული და იმავდროულად, აღტაცებული ვარ საქართველოს რეაგირებით COVID 19-ზე და იმ გამამხნევებელი შედეგებით, რაც ამ ეტაპზე ძალიან დროული, ადექვატური და, რაც მთავარია, კარგად კოორდინირებული ზომებით მივიღეთ და დათრგუნული ვარ აშშ-ის რეაგირებით COVID-19 ზე და იმ ტრაგიკული შედეგებით, რაც ამ ეტაპზე მიიღეს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ კონტრასტის ახსნა შეიძლება მხოლოდ ერთი ფაქტორით და ეს არის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ერთიანი და ეფექტიანი რეაგირებით, რაც გამოიხატება დროული მობილიზებით, სიტუაციის სწორად შეფასებით და ეფექტიანი კოორდინაციით ეროვნულ დონეზე.

„აბსოლუტურად განცვიფრებული და იმავდროულად დათრგუნული ვარ აშშ-ის რეაგირებით COVID-19 ზე და იმ ტრაგიკული შედეგებით, რაც ამ ეტაპზე მიიღეს, ძალიან დაგვიანებული და ხშირად ფედერალურ დონეზე არაკოორდინირებული ქმედებებით. სამწუხაროდ, ჩვენმა ერთგულმა მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა, რომლის პანდემიისადმი მზადყოფნის ინდექსი - 83 იყო ყველაზე მაღალი მსოფლიოში და რომელსაც გააჩნია ყველაზე მეტი რესურსი, ბიოტექნოლოგიური, ფარმაცევტული და ჯანდაცვის ინდუსტრიიდან დაწყებული, უმძლავრესი ეკონომიკით და სამხედრო /საგანგებო ინფრასტრუქტურით დამთავრებული, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვერ გაიარა უმთავრესი ტესტი - რეალური პანდემიით. ასევე განცვიფრებული ვარ და იმავდროულად, მოულოდნელად და ჩემდაუნებურად აღტაცებული საქართველოს რეაგირებით COVID 19-ზე და იმ გამამხნევებელი შედეგებით, რაც ამ ეტაპზე მივიღეთ ძალიან დროული, ადექვატური და რაც მთავარია, კარგად კოორდინირებული ზომებით და აშშ-თან შედარებით განუზომლად უფრო მცირე რესურსებით (ალბათ ეს მკვეთრი კონტრასტი მხოლოდ ინტელექტუალურ რესურსებს არ ეხება). ეს კონტრასტი იმიტომაც არის გასაოცარი, რომ ზუსტად ვიცი, თუ ბიოლოგიურ საფრთხეებზე და პანდემიებზე რეაგირების რაოდენ მძლავრი სისტემა გააჩნია აშშ-ს, რომელიც წლების განმავლობაში გვეხმარებოდა ასეთივე სისტემის შექმნაში ჩვენთან, რომლის ნაწილიცაა ეხლა უკვე ბევრისთვის ცნობილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავის ლუგარის ლაბორატორიით”,- წერს აკაკი ზოიძე.

ექსპერტი აკეთებს დასკვნას, რომლის თანახმადაც ამ კონტრასტის ახსნა შეიძლება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ერთიანი და ეფექტიანი რეაგირებით, რაც გამოიხატება დროული მობილიზებით, სიტუაციის სწორედ შეფასებით და ეფექტიანი კოორდინაციით ეროვნულ დონეზე და უკიდურესად არაეფექტიანი და წინააღმდეგობრივი რეაგირებით აშშ-ის ფედერალურ დონეზე, რომლის მიზეზიც ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, თუ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის საჯარო განცხადებებს დააკვირდებით ამ პანდემიათან დაკავშირებით.

covid-19

კახეთში კოვიდინფექციის პირველი შემთხვევა...

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდვირუსი 54 წ...
17:11 31.05
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის „ბამბუ ბიჩ ციხისძირი“ მშენებლობა იწყება სწორედ იმ დროს...
17:52 31.05
ექსპერტის თქმით, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, ის და მისი ახლობლებიც იყვნენ ბინძური რე...
17:13 31.05
„პოლიტპატიმრებზე" რაიმე განცხადება გვესროლოს სამარცხვინო ნაცოპოზიციამ“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი...
16:57 31.05
„ასეთი მაღალი და სუფთა ტექნოლოგიებით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც კიდევ შემოგვემატება უ...
16:56 31.05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრიფინგი 2020 6 თურნავა: გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემ...
„ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ტურისტულ ინდუსტრიაზე ადაპტირებისთვის, რადგან ჩვენს ისტორიულ ტრადიც...
ისანში კაცი დაჭრეს
ისანში, უჯარმის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც PIA.GE-ს შსს-ს განუცხადეს, მომხდარზე...
14:44 31.05
ამირან გამყრელიძე: პანიკის არავითარი საფ...
დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, შე...
ლატარიის თამაშით ვეხმარებით მათ, ვისაც ე...
ლატარიის თამაშის დროს ლატარიის მოყვარულები ქველმოქმედები ავტომატურად ხდებიან, რა...