მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალი კოდექსში საპატრიარქოსთვის ტყის მხოლოდ 0,03% გადაეცემაზეა საუბარი“

ტყის კოდექსი

გარემოსდამცველი ეკატერინე ნაკაშიძე აცხადებს რომ ტყის კოდექსის საშუალებით, საქართველოს ტყის მდგრადად მართვა გახდება შესაძლებელი.

რაც შეეხება საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ ტყის ფართობების 20 ჰექტრის შეძენის საკითხს, ნაკაშიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს ყიდვამდე და ყიდვის შემდეგაც სახელმწიფო გარკვეულ ვალდებულებებს დააკისრებს.

„ტყის კოდექსში, ძალიან ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, ის რომ ტყის მდგრადი მართვა უნდა შემოვიდეს არის კარგი. გვეცოდინება რა ტყე გვაქვს და რისთვის შეიძლება ამის გამოყენება. ტყეს აქვს რეკრიაციული, დაცვითი, დაცული, სამეურნეო და სხვა ფუნქციები. მისი დაგეგმარება შესაბამისად მოხდება. ახალი კოდექსით, ტყის დალაგებულად და მდგრადად მართვა შეგვეძლება.

რაც შეეხება საპატრიარქოს ახალი ვალდებულებები ექნება, ვიდრე მათ მფლობელობაში გადავა ფართობი მანამდე მათ უნდა დაწერონ ტყის მართვის გეგმა აიყვანონ მეტყევე ეკლესიამ უნდა წარადგინოს ტყის მენეჯმნეტის გეგმა და მიმართოს თხოვნით. სულ 1000 ჰექტარზეა საუბარი. საქართველოში 3 მილიონი ჰექტარი ტყეა და საპატრიარქოს აქედან სავარაუდოდ 0.03 % გადაეცემა. ძირითადად ყველა ამაზე ამახვილებს ყურადღებას არადა უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა ამ კოდექსით“, - განაცხადა ეკატერინე ნაკაშიძემ.

პარლამენტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით 22 მაისს დაამტკიცა. კერძოდ ცვლილება შედის "ტყის კოდექსის" თანმდევ "სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში".