მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი სპეცტექნიკა სახანძრო-სამაშველო ძალებში

მეხანძრე-მაშველი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი, ევროპული სტანდარტის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე შეიძინა.

„ივეკო მაგირუსის“ ფირმის ავტოკიბე 64 მეტრის სიგრძეზე იშლება და ის მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის ეფექტიანობას მაღალსართულიანი შენობების ხანძრის ქრობის სამუშაოების დროს.

ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ ტექნიკასთან სამუშაოდ გერმანელმა ინსტრუქტორმა გადაამზადა. ავტოკიბის გაშლა ხდება როგორც ავტომატურად, ასევე, მექანიკურად. მას გააჩნია ლიფტიც, რომელიც, საჭიროების შეთხვევაში, მოქალაქეების ევაკუაციას გააადვილებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. 2020 წლის დასაწყისში საქართველოში შემოვიდა 30 უახლესი, „მაგირუსის“ მარკის სპეცტექნიკა, რომელიც განაწილდა თბილისში, სიღნაღში, რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. სამსახურს ამერიკელმა პარტნიორებმა 2020 წელს გადმოსცეს „რენოს“ მარკის ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილი, რომელიც აბასთუმნის განყოფილებას გადაეცა და 3 მაღალი გამავლობის სპეცმანქანა ქბრბ დანაყოფისთვის. 2020 წლის აგვისტოში, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა უახლესი, მაღალი გამავლობის, სამაშველო ავტომობილი. ამის პარალელურად, უკვე განახლდა „ფორდ კარგოს“ ტიპის 19 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტომობილი, რომლებიც გადაეცა სახანძრო-სამაშველო ძალებს: მცხეთაში, ხევსურთსოფელში, მარნეულში, კოდაში, გორში, ხაშურში, კასპში, აბაშაში, სენაკში, სიღნაღში, საგარეჯოში, გურჯაანში, ამბროლაურში, ბათუმში, ბორჯომსა და ქუთაისში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავლშიც გააგრძელებს სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკით ავტოპარკის განახლებას.

sakhandzro_o_h.jpeg