მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი თამაშები ბავშვებისთვის - რეკომენდაციები საბავშვო ბაღებს

კორონავირუსი და საბავშვო ბაღები

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით საბავშვო ბაღებში მშობლები არ დაიშვებიან. ბავშვებს ბაღის თანამშრომელი მიიღებს.

დაწესებულების შესასვლელთან თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ ბავშვებს, მშობლებს და პერსონალს.

სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომის მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახი გამოიყოფა. ბავშვი საიზოლაციო ოთახში მანამდე იქნება, სანამ მშობელი არ მიაკითხავს. თუ მშობელი გონივრულ ვადაში არ მივა ბაღში, დაწესებულება 112-ს დაუკავშირდება.

საბავშვო ბაღების ადმინისტრაციამ უნდა შეადგინოს გეგმა ჯგუფების ოთახებისა და ოთახებში ბავშვების რაოდენობის შესახებ.

დაწესებულებაში ბავშვების გარდა პირბადის ტარება ყველასთვის სავალდებულოა.

ოჯახებისთვის დაიგეგმება ბავშვის ბაღში მიყვანისა და გაყვანის დროები, რათა თავიდან იყოს აცილებული მშობლებისა და ბავშვების ერთდროული თავშეყრა დაწესებულების შესასვლელში.

დაწესებულებამ ბავშვების გაყვანის გრაფიკი ისე უნდა შეიმუშავოს, რომ კონკრეტული დროის მონაკვეთში სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს/დაისვენოს.

სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებელი ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ბავშვებს ინდივიდუალური ყუთები ექნებათ.

იკრძალება სახლიდან სათამაშოების ბაღში მიტანა.

ბაღებში ხმარებიდან ამოიღება ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფექცია ვერ ხერხდება.

საძინებლებში ბავშვების საწოლები ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ისე უნდა განლაგდეს, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.

ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარება - ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის დაინერგება ახალი თამაშები, როგორიცაა მაგალითად:

  • შეჯიბრი ხელების დაბანაში;
  • მეგობრებთან შეხვედრის, მისალმების და ურთიერთობის ახალი უნარების სწავლა;
  • სახალისო თამაშები სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავებაზე;
  • როგორ უნდა დავაცემინოთ და დავახველოთ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ;
  • უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის მაგალითად, მისალმება ჟესტებით,
    მშვიდობის ნიშნის ჩვენება, ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ.

ასაკისთვის შესაფერისი აქტივობები/თამაშები ჯგუფში ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს ფიზიკური დისტანცირება.

აიკრძალება ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას ითვალისწინებს.

დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვებს ყოველდღე ჰქონდეთ შესაძლებლობა იყვნენ გარეთ (ღია სივრცეში), ითამაშონ ბუნებაში/ეზოში და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. ბავშვები ღია სივრცეში ხანგრძლივად ითამაშებენ. ისინი მცირე ჯგუფებად დაიყოფიან.

სათამაშო სივრცეებსა და ბავშვთა განთავსების ადგილებში მაგიდები და დასაჯდომი ადგილები ისე უნდა განლაგდეს, რომ მაგიდებს შორის, ასევე მაგიდასთან განთავსებულ პირთა შორის, ისევე როგორც დასაჯდომ ადგილებს შორის დაცული იყოს უსაფრთხო მანძილი.

ინფორმაციისთვის, საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბრიდან განაახლებენ.