მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხელი მედდის მამა: მეგი ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო

ახალციხელი ექთნის მამა

გარდაცვლილი ახალციხელი მედდის მეგი ბაქრაძის მამა ვეფხია ბაქრაძე აცხადებს, რომ „იმედის“ კლინიკაში ან ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა, ან არავის. 

როგორც მედიასთან საუბარში ექთნის მამამ აღნიშნა, მისი შვილი ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო.

„იმედის“ კლინიკაში მუშაობდა, ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა, ან არავის. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურს დატოვებდა.

ექიმები დაიბნენ და ვერ გააკეთეს ვერაფერი. ვფიქრობ, შეიძლება არც ადრენალინი ჰქონდათ და არც არაფერი. არ იყვნენ მზად ამის გაკეთებისთვის. ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო“, - აცხადებს ვეფხია ბაქრაძე.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა მედდას, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 შსს-მ ახალციხელი მედდის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო