მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში ავარიას პოლიციელი ემსხვერპლა

არ გადაკვეთო 4

ავარია მოხდა ახალციხეში, სოფელ წნისის მიმდებარედ. მაღალი სიჩქარით მოძრავი ჯიპის ტიპის ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და ავტომობილში მარტო იჯდა. შემთხვევაში სხვა ავტომობილი არ ფიგურირებს. ა.ბ. ახალციხის სოფელ მუგარეთში ცხოვრობდა.

„სავარაუდოდ, ნასვამი იყო. დიდი სიჩქარით მიდიოდა და ბორდიურს შეასკდა. ჯიპის ტიპის მანქანით იყო, თავისი პირადი მანქანაა. ცოლი-შვილი დარჩა“, - გვითხრეს მუგარეთში.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.