მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში კომენდანტის საათის დროს მაღაზია გაქურდეს

არ გადაკვეთო

ე.წ. კომენდანტის საათის დროს ახალციხეში ქურდობა მოხდა. 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ოქეიდან“ თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი გაიტნეს.

„ღამე ბევრი პოლიციელი დავინახე. დილით რომ გამოვედი სახლიდან, ხალხი ტრიალებდა, კარებში რაღაც იყო ჩამოვარდნილი და აკეთებდნენ. როგორც გავიგე, ქურდობა შუა ღამეს მოხდა. მითხრეს, რომ სიგარეტი წაიღეს, სასმელიც. დიდი ზარალი არ ყოფილა“,- გვითხრა 9 აპრილის ქუჩის მაცხოვრებელმა.

ზარალი, რომელიც მაღაზიას მიადგა, 200 ლარამდეა. თვითმხილველების თქმით, პირი იდენტიფიცირებულია. მაღაზია არასრულწლოვანმა გაქურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოლოდ ის გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.