მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში ქვეითს მანქანა დაეჯახა

არ გადაკვეთო

ახალციხეში ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე, 12 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა. დაშავებული ახალციხის კლინიკა „იმედში“ შეიყვანეს. კლინიკური მენეჯერის თქმით, ოჯახის სურვილით, კატასტროფის ბრიგადამ ქალი თბილისში გადაიყვანა.

„მდგომარეობა არც ძალიან მძიმე და არც ძალიან მსუბუქი იყო. მოტეხილობები არა, მაგრამ ჭრილობები და ექსკორიაციები ჰქონდა. ოჯახმა მოისურვა მისი თბილისში გადაყვანა“, - განუცხადა PIA.GE-ს მზია კაკოშვილმა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.