მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი გაიხსნა

შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი გაიხსნა

11-წლიანი მშენებლობის შემდეგ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი გაიხსნა.

საზეიმო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა. დღესასწაულს მინისტრთა კაბინეტის, სინოდის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტაძრის კურთხევის ცერემონიალისთვის ახალციხეში ჩამოვიდნენ სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, არჩილ თალაკვაძე. მოგვიანებით მათ პრემიერ-მინისტრიც შეუერთდა.

შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობა ადგილობრივმა ბიზნესმენმა ვასილ ივანიძემ 2009 წელს დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 2 მლნ. ლარი შეადგინა, თუმცა ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ, მშენებლობა შეჩერდა. ტაძარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი და საპატრიარქოს თანხებით ეპარქიამ დაასრულა.