მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახმეტის, ჩოხატაურის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელებთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო“ - ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს, 14 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ამ მუნიციპალიტეტში ყველა შემსვლელი და ასევე გამსვლელიც დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს.

„ასევე ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში“,- დასძინა მან.

ცნობისთვის, 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციური სწავლის პროცესი ამ ეტაპამდე დაგეგმილი იყო თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ფოთში.