მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქციის მონაწილეები პარლამენტთან კარვებს შლიან

კარვის გაშლა აქციაზე პარლამენტთან

ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციამ მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტთან გადაინაცვლა. ადგილზე აქციის მონაწილეები კარვებს შლიან. 

აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლების მოქმედებების წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება, რისთვისაც ყველა სამართლებრივი და მშვიდობიანი მეთოდი იქნება გამოყენებული.

თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც, აჭარის მთავრობის სახლის წინ.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.