მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსეი ნავალნი: მაქვს ძლიერი ხველა და მაღალი ტემპერატურა

ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსეთის ოპოზიციონერ ლიდერს, ალექსეი ნავალნის, რომელიც ამჟამად პოკროვის მახლობლად კოლონიაში იმყოფება, სიცხე და ძლიერი ხველა აქვს - ამის შესახებ ნავალნიმ 5 აპრილს საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე დაწერა.

ალექსეი ნავალნის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ის ციხეში მოხვდა, მისი განყოფილებიდან სამი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან ეჭვი ტუბერკულოზზე ჰქონდათ.

როგორც გაზეთი „იზვესტია“ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, იმავე დღეს ნავალნი გადაიყვანეს კოლონიის სამედიცინო განყოფილებაში.

ალექსეი ნავალნი ამჟამად პროტესტის ნიშნად შიმშილობს და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტ ალექსეი ნავალნის 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

აგრეთვე იხილეთ:

📌ალექსეი ნავალნიმ ციხეში შიმშილობა დაიწყო