მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ ეტაპზე ვერ დაგპირდებით“ - ტიკარაძე „კომენდანტის საათის“ გადაწევაზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე „კომენდანტის საათის“ გადადება არ იგეგმება.

„სამწუხაროდ, მაგრამ ამას ამ ეტაპზე ვერ დაგპირდებით. მჭირდება თქვენი მხარდაჭერა იმისათვის, რომ სოციალური დისტანცირების მაქსიმალური დაცვა მოხდეს, მინიმალური სოციალური ღონისძიებების, სადაც არ არის გათვალისწინებული არანაირი უსაფრთხოების ზომები, ასევე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ნიღბის ტარება, რომელიც დღეს მრავალჯერადი მოწოდებით მხოლოდ 75%-მდეა ასული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ნიშნული 95%-მდე ავიდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამავე თემაზე:

🔴 თენგიზ ცერცვაძე: ყველაზე ბოლოს ალბათ კომენდანტის საათი მოიხსნება

🔴 ამირან გამყრელიძე: სრულად ვაქცინირებულ პირებს შესაძლოა „კომენდანტის საათი“ აღარ შეეხოთ

🔴 „კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება