საზოგადოება

ამ თვეში გარკვეულ მიმართულებებზე ფრენები აღდგება

ვიზეარი და რაინეარი ფრენებს აღადგენენ
11:32 17.09
დაკოპირებულია

„ეტაპობრივად ვხსნით ფრენებს, სექტემბრის განმავლობაში 90-ზე მეტი ფრენა სრულდება. დავიწყეთ რეგულარული ფრენების აღდგენა, თავიდან ეს ორიენტირებულია ჰაბ ქალაქებზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Euronews Georgia-სთან საუბარში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სექტემბერში გარკვეული უსაფრთხო მიმართულებების ფრენები Wizz Air-ის მიერ აღდგება.

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დაბალბიუჯეტიანი ფრენების, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა სწორედ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა და მონაპოვარია. 2016 წელს ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შემოსულიყო კომპანია Wizz Air. შემდეგ მან გააორმაგა მიმართულებები, 2019 წელს დავასრულეთ მოლაპარაკება და შემოვიყვანეთ მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი Ryanair საქართველოში. რა თქმა უნდა ამ მონაპოვარს არ დავთმობთ.

პირდაპირ გეტყვით, რომ ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო მიმართულებების ფრენები Wizz Air-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოდან, ან ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair აღადგენს ფრენებს. რა სიხშირით იქნება, რა მიმართულებები იქნება ამაზე ჩვენ ორმხრივ რეჟიმში, ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ და ყოველთვის ვნახულოთ ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებას. ასე, რომ ფრენები ეტაპობრივად აღდგება უახლოეს რამდენიმე თვეში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენე...
18:36
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია სოფელ...
18:22
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში და...
18:01
რუსეთში ავიაგამანადგურებელმა „სუ-30“-მა კატასტროფა განიცადა. „როსიისკაია გაზეტას" ინფორმაციით, ინციდ...
17:55
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA - სა და კომპანია ,,იუ ჯი თი“ - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA-სა და...
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოლოგიურ კომპანია „იუ ჯი თი“-ს შორის ურთიე...
გიორგი ლორიას თავის გაქანების გამო, მატჩ...
საქართველოს ნაკრების და ბერძნული „ანორთოსისის“ მეკარეს გიორგი ლორიას კლუბ „აპოლო...
ლარი გაუფასურების ანტირეკორდს ხსნის
ეროვნული ბანკის ცნობით, 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 1...
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელ...
დღეს, 22 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის...