მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკიდან საქართველოში 79 არასწრულწლოვანი დაბრუნდება

ამერიკული თვითმფრინავი ცაში

"აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანათან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 79 მოსწავლე, რომელიც დღეს ამერიკაში იმყოფება, ფაქტობრივად, სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან. ხვალ, 10-ში, შედგება რეისი, აშშ-დან დოჰაში, რომელსაც თავის თავზე იღებს ამერიკა, ხოლო დოჰადან თბილისში ბავშვების ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთის თხოვნის გათვალისწინებით, აღნიშნული რეისით ამერიკიდან ჩამოყვანილი იქნება ასევე სომხეთის 35 არასრულწლოვანი მოქალაქე.

პრემიერ-მინისტრმა სპეციალური რეისის დაგეგმვაში თანამშრომლობისთვის აშშ-ს ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა.