მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა ორ-სამ დღეში დამტკიცდება

NCDC-ის დირექტორი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების გეგმაზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე დღეში დამტკიცდება. 

მისი თქმით, 1-ლი თებერვლიდან საქართველოში ბიზნესის მცირე ნაწილი გაიხსნება, რის შემდეგადაც მოხდება ეპიდვითარების ცვლილებაზე დაკვირვება და სხვა სფეროების გახსნა ამის მიხედვით გადაწყდება.

როგორც მან განმარტა, ჯერჯერობით არ გამართულა მსჯელობა ტრანსპორტის მუშაობის განახლებისა და „კომენდანტის საათის“ მოხსნის შესახებ.

„შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა დაახლოებით 2-3 დღეში იქნება, რომელზეც ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები მუშაობენ. ვფიქრობთ, რომ ჯერ გაიხსნება ბიზნესის მცირე ნაწილი და სხვა სფეროების მუშაობის აღდგენაზე ეტაპობრივად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორით უნდა დაიწყოს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში გასული წლის 28 ნოემბერს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომელიც გეგმის მიხედვით, 31 იანვრამდე უნდა გაგრძელდეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები იკლებს“ - ამირან გამყრელიძე

ადამიანებმა, რომელთაც კორონავირუსი დაამარცხეს, შესაძლოა ინფექციას მაინც ავრცელებდნენ

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 გარდაიცვალა