მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: თუ კიდევ ეს ერთი თვე ამ დინამიკით ვიარეთ, შეიძლება დიდ პიკში არც შევიდეთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელებიდან მეოთხე კვირას შემთხვევების ზრდის დინამიკა დაბალია.

მისივე ინფორმაციით, საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების დაცვის პირობებში ვირუსის პიკური მატება შესაძლოა არც მოხდეს.

"ჯერჯერობით მატების დინამიკა ქვეყანაში არის მსუბუქი. დამთავრდა 4 კვირა პირველი შემთხვევიდან, მე-5, მე-6 კვირა არის საფრთხილო, განსაკუთრებით მე-7, მე-8 კვირა, თუ კიდევ ეს ერთი თვე ამ დინამიკით ვიარეთ, როგორც მოვდივართ პირველი შემთხვევიდან, შეიძლება დიდ პიკში არც შევიდეთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "კურიერთან" საუბარში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 28 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცცვი 85-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ქვეყანაში 14 გამოჯანმრთელებული პაციენტია.