მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება“ - NCDC

გამყრელიძე ამირან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. 

„ამირან გამყრელიძე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ინფორმაციისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილება.

მისი თქმით, გამყრელიძის მიდგომები მოძველებული და დაუსაბუთებელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ჩიხლაძე: ამირან გამყრელიძის გაშვების საკითხი განიხილება