მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან სალუქვაძე: მსგავსი არაფერი გამიგია, არჩევნებია თუ საყოველთაო კარანტინი?

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში

„500 მეტრიან რადიუსში ხალხის კონტროლს რომ ითხოვთ, იცით რამდენია?“- ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ამირან სალუქვაძე ოპოზიციის წინადადას, რომლის მიხედვით ოპოზიცია საარჩევნო უბნებიდან 500 მეტრის რადიუსში ყოველგვარი შეკრების აკრძალვას ითხოვს.

„500 მეტრიან რადიუსში ხალხის კონტროლს რომ ითხოვთ, იცით რამდენია? მერე გწყინთ თქვენი ბოლო 2-3 წლის გაუგებარ პოზიციებს რომ უარყოფითად ვაფასებთ. ჩემი კორპუსიდან დაახლოებით 200 მეტრშია 81-ე საშუალო სკოლა, სადაც საარჩევნო უბანია. 500 მეტრის რადიუსი უწევს სკოლიდან, მაგალითად ავტოსადგურამდე, ან კარფურამდე და ა.შ. თუ მიზეზებს ეძებთ, ერთია, თორემ არ მგონია არ იცოდეთ რამდენია 500 მეტრი, თუნდაც 200. 200 მეტრზე რომ კონტროლი დააწესოთ, 2-3 პარალელური ქუჩის უბნებზე კონტროლი უნდა დაწესდეს. წარმოგიდგენიათ 8-დან 20.00-მდე ამხელა უბნების გადაკეტვა და კონტროლი? მსგავსი არაფერი გამიგია. არჩევნებია თუ საყოველთაო კარანტინი?“, - აღნიშნავს სალუქვაძე.