საზოგადოება

ამირან სალუქვაძე: რაც გურიაში ხდება, ამას პოლიტიკური სუნი კი არ ასდის, მთლიანადაა პოლიტიკურად მოტივირებული და გაჟღენთილი

ამირან სალუქვაძე,
ექსპერტი სამხედრო
პოლიტიკურ საკითხებში
1610627274
დაკოპირებულია

„გურიაში მიმდინარე პროცესებზე მთელი საზოგადოების გასაგონად, მოგმართავთ მედიას და პოლიტიკოსებს - რაც გურიაში ხდება, ამას პოლიტიკური სუნი კი არ ასდის, მთლიანადაა პოლიტიკურად მოტივირებული და გაჟღენთილი. ვინც ამ პროცესს აქეზებთ, მთლად ნუ ჩაეფლობით წუმპეში, ნუ შეეცდებით ქვეყნაში საშიში პროცესების ინიცირებას, რის საფუძველიც არ არსებობს“,- ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს.

სალუქვაძე პროცესში მონაწილე ადამიანებზე წერს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი აქტივისტი ფირუზ წულუკიძე ფიგურირებდა 2013 წელს ბათუმში პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმაში, ხოლო ვინმე ლაკაევს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ანალიტიკოსი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, დააფიქსირონ პოზიცია, ხოლო მედიას მიმართავს, რომ პროცესი ფრთხილად გააშუქოს.

„ყველა პოლიტიკოსმა დააფიქსირეთ პოზიცია, გამოიყენეთ საკუთარი ავტორიტეტი, ამომრჩევლები. მედიას მოვუწოდებ ფრთხილად გააშუქოს, ან თუ არ იციან ფრთხილად როგორ შუქდება, საერთოდ არ გააშუქონ ეს მოვლენები, რომლებიც ჯერ პროცესებში არ გადაზრდილა. სოციალურ ქსელში გავრცელდა აქციების აქტივისტების საუბარი მიხეილ სააკაშვილთან, რომელსაც აღუქვეს, რომ „ხვალიდან მიხედავდნენ“ ცვლილებების დაწყებას. ვინაა ერთ-ერთი აქტივისტი ფირუზ წულუკიძე? ის ფიგურირებდა 2013 წელს ბათუმში პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმაში. ერთ-ერთ მონაწილეს, ვინმე ლაკაევს (ლაკაევის ვინაობა „დაგუგლეთ“) 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

წულუკიძე გასამართლდა 2 წლით, თურქეთის საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, ასევე პოლიციაზე ძალადობის ბრალდებით. აღნიშნული დანაშაულის დროს დაიჭრა პოლიციელი, ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები. ეს ცნობისთვის. მოგიწოდებთ მათ, ვინც ჩართული ხართ ამ აქციებში, უნებლიეთ არ აღმოჩნდეთ თქვენთვის არასასურველი თამაშის მონაწილე. ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიიღეთ ქმედითი ზომები, დროულად ჩააყენეთ საქმის კურსში ჩვენი პარტნიორები, აღკვეთეთ რელიგიური განწყობებით მანიპულირება პოლიტიკური ძალების მხრიდან. საზოგადოებას, მის აქტიურ ნაწილს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გამოფხიზლებისკენ. პოლიტიკურ პროცესებში უნდა ჩაერთონ ჯანსაღი ძალები“, - აღნიშნავს სალუქვაძე.

👉 ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

⭕ ვინ ცდილობს ვითარების დაძაბვას ბუკნარში?

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მა...

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 2.5 მილიონი ევროს მულტისავალუტო რესურსს ამატებს და მის მთლიან მოცულობას 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის. ინფორმაციას ლიბერთი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

1614614289

ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კოვაქს პლატფორმას უჩივლოს. 

1614613414

„კომუნიკაციების კომისიის ბოლო რეგულაციებით ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი გადარჩა მონოპოლისტების ხელში მომხმარებლების ჩაგდებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაკოტრებას. შესაბამისად, როდესაც მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორები კომისიას აკრიტიკებენ და ხშირად კრიტიკაზე მეტად ჭორაობენ, მათი ეს გაღიზიანება ამ გადაწყვეტილებებს უკავშირდება“,- ეს შეფასება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დიდი ოპერატორების წარმომადგენლების მიერ კომისიის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებზე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა გააკეთა.

1614613372

„მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად და ჩვენ ეს მზაობა ყოველთვის დავადასტურეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან  ერთად გამართული პრესკონფერენციისას, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 

1614612217
ევროპის საბჭოს
პრეზიდენტი მთავრობის
ადმინისტრაციაში

„გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში...

„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ  წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.

საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გ...

„საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ. 

„ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზი...

„ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით შედგეს შეხვედრა”, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ისაუბრა. 

ბელარუსში აქციებში მონაწილეობისთვის სასჯ...

საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ბელარუსში სასჯელი გაამკაცრეს. კერძოდ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის მაქსიმალური ჯარიმა სამჯერ გაიზრდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.