მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანა ნიჟარაძე: საქართველოს გარდა, არცერთი ქვეყანა არ ვიცი რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს

ანა ნიჟარაძე: საქართველოს გარდა, არცერთი ქვეყანა არ ვიცი რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს

"არცერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს. ინგლისიდან მეგობრები მწერენ რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არანაირად არ ჯერათ, რომ უფასოა. თვითონაც უნდათ წამოსვლა, მაგრამ ნიშნის მოგებით ვეუბნები, რომ ქართული პასპორტი არ აქვთ. #მადლობაგახარიას", - წერს სოციალურ ქსელში ფესიბუქ მომხმარებელი ანა ნიჟარაძე.

როგორც ფეისბუქ მომხმარებელი წერს, სასწრაფო, უფასო პირბადეები, პოლიცია, 8 დიდი ავტობუსი, რომლითაც გადაგვიყვანეს სასტუმროში, ყველაფერი იყო ზე-ორგანიზებული და წინასწარ გათვლილი.

"რაც შეიძლება მოკლედ ვიტყვი - ლოდონიდან საქართველოში 5 დღის წინ ჩამოვედი. როგორც კი 2 კვირიანი სავალდებულო კარანტინი მახსნდებოდა, ვორჭოფობდი წამოვსულიყავი თუ არა. ვიცი ბევრი ქართველი ფიქრობს ჩამოვიდეს თუ არა და ეზარებათ კარანტინის გამო. მათ გასაგონად მინდადავწერო, ჩამოდით აუცილებლად. ბილეთების გაყიდვაზე ინფორმაცია დაიდო საელჩოს საიტზე (მადლობა საელჩოს დროული ინფორმაციისთვის) და ფრენის წინა დღეს დილით ადრე მოვახერხეყიდვა Georgian Airways საიტზე. ასევე მადლობა 177£ ღირდა ბილეთები, თირკმელის გაყიდვა არმოგიწევთ. გეთვიკის აეროპორტში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ქართველები. მოკლედ ჩამოვედით საქართველოში. სასწრაფო, უფასო პირბადეები, პოლიცია, 8 დიდი ავტობუსი (დაშორებით რომვიჯდეთ) რომლითაც გადაგვიყვანეს სასტუმროში. ყველაფერი იყო ზე-ორგანიზებული და წინასწარ გათვლილი", - წერს ფეისბუქ მომხმარებელი.

ანა ნიჟარაძე ასევე აღნიშნავს რომ, დიად ევროპაში ისეა საქმე გართულებული, საავადმყოფოში აღარ აწვენენ ხალხს და მკურნალობის შერჩევითი პროცესი მიდის, ჩვენ ქვეყანას კი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები აქვს რეზერვში თუ საავადმყოფოში ადგილი აღარ იქნება.

"დაგვხვდა ძალიან მაგარი პირობები. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, აღჭურვილი ყველანაირი პირობებით, TV, WiFi, საწერი მაგიდა და ხმაგაუმტარი კედლები სამუშაოდ, "მაჩალკა", სავარცხლიდან დაწყებული ნემსი და ძაფით დამთავრებული, დიდი აივნით და ულამაზესი ზღვისხედით, გადასარევი სამჯერადი კვება, იმხელა პორციები მოაქვთ, გვეშინია კარში ვერ გავეტევით. ამაზეც იზრუნეს და სასწორია ყველა ოთახში. მადლობა მზარეულ მანანას, უგემრიელესი კერძებია. ხინკალი-მწვადიდან დაწყებული ყვალაფრის ყიდვაა შესაძლებელი სასტუმროდან და მარკეტიდან. არაჩვეულებრივი ნანა ექიმი გვირეკავს დღეში ორჯერ, აკონტროლებს ჩვენ ჯანმრთელობას და ინიშნავს ჩვენ ტემპერატურას. "რესეფშენის" გოგონებს, ხატია და მარიამს მადლობა ასეთი ყურადღებისა და სითბოსთვის. კარანტინი კი არა “holiday”, არცერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს. ინგლისიდან მეგობრები მწერენ, რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არანაირად არ ჯერათ რომ უფასოა. თვითონაც უნდათ წამოსვლა, მაგრამ ნიშნისმოგებით ვეუბნები, რომ ქართული პასპორტი არ აქვთ. #მადლობაგახარიას. არ ვართ ბევრი. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ყველა მოქალაქეს. #დარჩითსახლში ამ ყველაფრის ფონზე, დიად ევროპაში ისეა საქმე გართულებული, საავადმყოფოში აღარ აწვენენ ხალხს და მკურნალობის შერჩევითი პროცესი მიდის. ჩვენ ქვეყანას კი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები აქვს რეზერვში თუ საავადმყოფოში ადგილი აღარ იქნება. მოკლედ ჩამოდით, ახალი ფრენაა დანიშნული 2 მაისს", - წერს ანა ნიჟარაძე.