მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანდრია ბასილაია თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრება

ანდრია ბასილაია თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე გახდა

27 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„აფხაზეთის დაცემის დღეს, სიმბოლურად, ფესტივალის პირველ კონცერტზე მსმენელის წინაშე გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა წარდგება, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალი ჩატარდება შემდეგ მისამართზე: რუსთაველის გამზ. # 6 (მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული
სასახლის ბაღი).