მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ახალი ეტაპი დგება

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი

„თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს, რომ დღეს წინასაარჩევნო პერიოდია, ყველა მოვლენა, რაც საქართველოში ხდება, ამ კამერტონით იზომება“,- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რატომ დაიწყო გამოძიება არჩევნების წინ.

„ახალი ეტაპი დგება დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რა ვითარებაა, ეკლესიის მოტივაცია, ამ საკითხზე აქტიურობის, არის ქართველი ერის ძირძველი სიწმინდეების შენარჩუნება.

ვადები ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორად გაევლოს ეს ხაზი“,- აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

ინფორმაციისთვის, საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დაკავებულ ორივე პირს 8 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.