მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ არ უნდა შეუწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება

ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი საყოველთაო კარანტინზე

ანდრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ არ უნდა შეუწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება და რაში იხარჯება ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი.

გთავაზობთ განცხადებას:

„საპატრიარქოს დაფინანსების გაუქმებაზე საუბარი, პირველ რიგში ნიშნავს 2200 პედაგოგისა და მომსახურე პერსონალის განთავისუფლებას სამუშაო ადგილებიდან. მარტივად ავხსნი, სად შეიძლება იხარჯებოდეს ეკლესიისათვის გამოყოფილი თანხა: 2200 პედაგოგი და მომსახურე პერსონალია ეკლესიის 76 დაწესებულებაში. უნივერსიტეტი – 4; საღვთისმეტყველო სემინარია-აკადემია – 8; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – 6; ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა – 22; გიმნაზია – 12; პანსიონი – 8; სამრევლო-საგანმანათლებლო სკოლა – 3; საგანმანათლებლო კვლევითი და ახალაგზრდული ცენტრი – 13.

2018 წლის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მონაცემები შემდეგია:

მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა - 10 516 (ცვალებადია), პედაგოგი - 1 395, მომსახურე პერსონალი - 800.

ხელფასი საშემოსავლოთი იბეგრება და საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ 790 ლ ხელზე ასაღები ხელფასი, 2200 სამუშაო ადგილზე, 12 თვის განმავლობაში, გამოდის: 2200×12×790×1.2=25 000 000

თანხა არ ირიცხება საპატრიარქოში, თუ დაწვრილებით აინტერესებს ვინმეს, ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ რიცხავს დანიშნულებისამებრ და ხარჯვის სრული სურათი აქვს ფინანსთა სამინისტროს“, - ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

ინფორმაციას ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს.