მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანდრია ჯაღმაიძე: სინოდის გადაწყვეტილებაში შესაძლოა, რაღაცები დაზუსტდეს და გარკვეული რეკომენდაციები სავალდებულო გახდეს

საპატრიარქოს პრესპიკერი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის განჩინება შესაძლოა გადაიხედოს და გარკვეული რეკომენდაციები სავალდებულო შესასრულებელი გახდეს.

"მგონია, რომ რაც დღეს ვნახეთ სამებაში, იყო სანიმუშო დისციპლინა. მორწმუნე მრევლისაგან ძალიან დიდი პასუხისმგებლბა ვნახეთ. ნიშანდობლივია ისიც, რომ დღეისათვის არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი.

სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში, რასაც სინოდის გადაწყვეტილება და ეს ოქმი გულისხმობს, შეიძლება რაიმე რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს და, ვთქვათ, თუ სარეკომენდაციო იყო მანამდე, ლოცვა-კურთხევით სავალდებულო შესასრულებელი გახდეს. ჯერჯერობით სინოდის გადაწყვეტილებას ვარანაირი მსახურების წესის ცვლილება ვერ გაცდება", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ "კურიერის" ეთერში.

ცნობისთვის, წმინდა სინოდმა კორონავირუსთან დაკავშირებით 7 რეკომენდაცია გაითვალისწინა.

  1. ყველა ეკლესია-მოანსტერში ღვთიმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და მარხვის წეს-განგების სრული დაცვით;
  2. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეში შეძლოს წირვის მოსმენა;
  3. ზიარების შემდგომ მცირე დასაყოლებელი სასმელის მიღება (ღვინო წყლით) დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით;
  4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს – ხანდაზმულებს, ინფექციური დააავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის პირებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ან კარანტინში მყოფებს, სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ასევე სასულიერო პირებს დამატებითი რეკომენდაცია მიეცემათ;
  5. დასაფასებელია ჯანდაცვის მუშაკების ნაბიჯები;
  6. წმინდა სინოდი მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცხოლეს. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას;
  7. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყოველდღე წავიკითხო ლოცვები. საქართველოს ეკლესია მზადაა, გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებზე. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული საავადმყოფოები მზადაა ,დაეხმაროს სახელმწიფოს", - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.